ჩასახლებულთა აქცია ბათუმის მერიის წინ

ბათუმის მერიის წინ, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად ჩასახლებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა ყოფილი ბატალიონის ტერიტორიაზე მათ მიერ ჩადგმული საცხოვრებელი ქოხების დანგრევასთან დაკავშირებით. ისინი პროცესის შეჩერებას და ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ვისაც რეალურად აქვს საცხოვრებელი ადგილის პრობლემა, შეუძლიათ ჯერჯერობით ქოხებში დარჩნენ და იცხოვრონ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოოდ, ამაზე კომენტარს კი ჯერ ვერ გააკეთებენ.

ავტორი: 
ლელა დუმბაძე
თარიღი: 
30 აპრილი 2013
გამომცემლობა: 
ბათუმელები

1 მაისი–შრომის უფლებისათვის! – აქცია ქუთაისში

1 მაისს, 13:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქცია საინიციატივო ჯგუფის "ART HEAD" ორგანიზებით გაიმართა.
"ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ იქ, სადაც ადამიანები შიმშილით კვდებიან იმიტომ, რომ ვერ შრომობენ. იქ, სადაც სხვები მხოლოდ იმიტომ შრომობენ, რომ შიმშილით არ მოკვდნენ.
შემოგვიერთდი ადამიანთა ფუნდამენტური უფლებებისათვის ბრძოლაში! თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!" - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის "ART HEAD"–ის წარმომადგენლები.

თარიღი: 
30 აპრილი 2013
გამომცემლობა: 
NewPress.ge

თელავის გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებენ

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ ყურაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება თელავში, ვარდოშვილის ქუჩაზე 1376 კვმ მიწის გასხვისებას. 1 კვმ მიწის ნაკვეთი ქალაქის ცენტრში, 2012 წლის დეკემბერში, თელავის მუნიციპალიტეტმა 73 ლარად გაყიდა, 1 თვეში კი მესაკუთრეებმა 1 კვმ 200 აშშ დოლარად გაასხვისეს. „ახალი მემარჯვენეების“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი აცხადებს, რომ მიწის იაფად და კანონდარღვევით გაყიდვა გამგებლის ინტერესებს უკავშირდება. მისივე თქმით, მიწის პირველადი გასხვისების დროს აუქციონი ნაჩქარევად და კანონდარღვევით ჩატარდა.
თავად ზურაბ ყურაშვილი კი ბრალდებებს უარყოფს.

ავტორი: 
ნათია დანელიშვილი
თარიღი: 
25 აპრილი 2013
გამომცემლობა: 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ზუგდიდში დევნილთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა, 24 აპრილს საავადმყოფოს ეზოში კარავი გაშალეს და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ამ ეტაპზე 10–მდე დევნილი შიმშილობს. ისინი ამბობენ, რომ საავადმყოფოში ანტისანიტარიაა, არ აქვთ წყალი და საპირფარეშო.
დევნილების განცხადებით, შიმშილობას არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა საცხოვრებელ ფართან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული.

თარიღი: 
24 აპრილი 2013
გამომცემლობა: 
Livepress.ge

მინისტრის ინფორმაციით სოფლის მეურნეობის ბარათების შესყიდვა უკანონოდ ხდებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, დაფიქსირდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაცემული ბარათების გაყიდვის ფაქტები, რის გამოც 15-მდე მაღაზია 500 ლარით დაჯარიმდა.
კირვალიძის განცხადებით, ბარათების გაყიდვის ყველაზე დიდი ციფრი ოზურგეთში დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, შესაბამისი კომისია მუშაობს და შეისწავლის ამ საკითხებს.

თარიღი: 
22 აპრილი 2013
გამომცემლობა: 
Livepress.ge

ფარულად გასხვისებული სკვერების მიღმა მერიის ინტერესი იმალება?

ქუ­თა­ის­ის მაცხოვრებლები სკვერების უკანონი გასხვისებაზე საუბრობენ. რო­გორც მო­ქა­ლა­ქეებისა­გან ირ­კვე­ვა, თი­თო­ე­უ­ლი სკვე­რის გასხვი­სება ერ­თი და იმა­ვე პრინ­ცი­პით ხდება. კერ­ძოდ, ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას სკვე­რი სკვერ­თა ნუსხაში არ შეჰყავს და ტე­რი­ტო­რია ფარუ­ლად სხვის­დება.
მო­ქა­ლა­ქეები ვა­რა­უ­დობენ, რომ სკვე­რების გასხვი­სების საქ­მის უკან ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ჩი­ნოვ­ნი­კები დგა­ნან, რასაც კატეგორიულად უარყოფს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა.
ქუ­თა­ის­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს საოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ქო­ნების გასხვი­სებას­თან და­კავ­ში­რებით დაახლოებით ერ­თი თვის წინ და­ი­კითხა იმე­რე­თის ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი გო­ჩა თევ­დო­რა­ძე, რომელმაც უარყო ამ საქმესთან კავშირი და განაცხადა, რომ სკვერების გასხვისება ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება.

ავტორი: 
ქრისტინა ქარჩხაძე
თარიღი: 
22 აპრილი 2013
გამომცემლობა: 
NewPress.ge

წყალტუბოში "ნაციონალებს" თვითმმართველობას ართმევენ

წყლტუბოს საკრებულოში ახლადშექმნილმა ოპოზიციურმა პარტიამ ოთხკაციანი ფრაქცია შეიქმნა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ფრაქციის შექმნის შესახებ საგანგებო ბრიფინგი პარტიის ქუთაისის ოფისში დღეს გაიმართს.
„ვაგრძელებთ, პროცესს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობისათვის“ თვითმმართველობის წართმევა დავარქვით", – განაცხადა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო მანჯავიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში 10 კაციანი ფრაქცია – "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" გასულ კვირას დაფუძნდა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციას იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი, გოჩა თევდორაძე ხემძღვანელობს.

ავტორი: 
თეკლა მორგოშია
თარიღი: 
11 აპრილი, 2013
გამომცემლობა: 
NewPress.ge

"ამ მთავრობის სირცხვილია, არარსებული მიზეზით დახმარების შეჩერება"

სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წეობის თანხის ასა­ღებად ბან­კში მი­სულ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე გუ­გუ­ლა ტო­ფა­ძეს უთხრეს, რომ დახმა­რება მას აღარ ჰქონდა.
ქუთაისში მცხოვრებმა ტო­ფა­ძეების ოჯახმა, დახმა­რების შე­ჩე­რების შე­სახებ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი, მოგ­ვი­ა­ნებით მი­ი­ღო.
გუ­გუ­ლა ტო­ფა­ძის განცხადებით დახმარება არარსებული მიზეზით შეუჩერეს.
ტო­ფა­ძეების მსგავ­სად, სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წეობა ქუ­თა­ის­ში 654 ოჯახს აქვს შე­ჩე­რებული.

ავტორი: 
თეკლა მორგოშია
თარიღი: 
10 აპრილი, 2013
გამომცემლობა: 
NewPress.ge

ყორღანაშვილის მხარდასაჭერად ქუთაისში ამჯერად 800–ვე ბილეთი გაიყიდა

გიორგი ყორღანაშვილის მხარდამჭერ საქველმოქმედო სპექტაკლზე ყველა ბილეთი გაყიდულია.
სპექტაკლი "წვიმიდან მოსული" 11 აპრილს, მესხიშვილის დრამატულ თეატრში, 18:00 საათზე გაიმართება.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მესხიშვილის თეატრმა მანამდე 3 სპექტაკლი გამართა, რომელთაგან პირველ ორს მაყურებელი თითქმის არ ჰყავდა. პირველ საქველმოქმედო სპექტაკლზე მხოლოდ რამოდენიმე ბილეთი გაიყიდა. ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენდა.
ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყორღანაშვილი უკვე გაემგზავრა ისრაელში სამკურნალოდ, თუმცა მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მას კიდევ 100 000 დოლარამდე სჭირდება.
სპექტაკლებიდან შემოსული თანხა გიორგი ყორრანაშვილის ანგარიშზე ჩაირიცხება

ავტორი: 
ეკა კუხალაშვილი
თარიღი: 
9 აპრილი 2013
გამომცემლობა: 
NewPress.ge

ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალებს“ 9 დეპუტატი ეთიშება

ქუთაისის საკრებულოში დეპუტატები „ნაციონალების“ ფრაქციას ტოვებენ. როგორც ცნობილი ხდება, ასეთი გადაწყვეტილება 9 დეპუტატმა მიიღო, მათ შორის არის კახა ნემსიწვერიძე, რომელიც ფრაქციის ხელმძღვანელი იყო.
ამ დროისათვის საკრებულოს წევრები მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალურად არ საუბრობენ.
ინფორმაციას ამ ეტაპზე არც საკრებულოს აპარატში ადასტურებენ. ცნობილია, რომ „ნაციონალების“ ერთგული 8 დეპუტატი რჩება.

ავტორი: 
ქრისტინა ქარჩხაძე
თარიღი: 
3 აპრილი 2013
გამომცემლობა: 
NewPress.ge

გვერდები

May

M T W T F S S
 
 
1
 
2
 
3
 
4
 
5
 
6
 
7
 
8
 
9
 
10
 
11
 
12
 
13
 
14
 
15
 
16
 
17
 
18
 
19
 
20
 
21
 
22
 
23
 
24
 
25
 
26
 
27
 
28
 
29
 
30
 
31